კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები

მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”.

„პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას”. ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიაკაკაბაძე – ქვეყანაში ათი ათასამდე პატიმარია და მათ ნაწილს სჭირდება ომბუდსმენის ჩართულობა, თუმცა ნინო ლომჯარია მხოლოდ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს