კახა კალაძე – მერობას ვაპირებ და დაგამარცხებთ ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს

თბილისის მერობას ვაპირებ და დაგამარცხებთ ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა, თავად დარჩეს თბილისის მერობის კანდიდატად.

„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ, ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ, დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე აბსოლუტურად უალტერნატივოა.

banner
წინა სტატიაში„გლოვოსა“ და „ვოლტის“ კურიერები ფინანსურ პოლიციაში საჩივრის შეტანას და ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ოპოზიციაზე: მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ