კახა კალაძე – მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს

დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ჭორაობით არის დაკავებული.

„გავაკეთე შეფასებები მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. ის, რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება, გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას.

რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ იმის დემონსტრირება გააკეთოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და პროექტის განხორციელება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა, როგორც ბურჭულაძემ დაამთავრა
შემდეგი სტატიალევან ახვლედიანი – მთავრობის გადაწყვეტილება მისასალმებელია