კახა კალაძე: მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ

მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისადმი გუშინ გამოყენებულ გამონათქვამს – „მაიმუნი, ვირიშვილი“ გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემის გამოჩენაა საჭირო.

„მეტი პატივისცემა გვმართებს ერთმანეთის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობოს წარმომადგენელი ხარ, ჟურნალისტი თუ მაღალი თანამდებობის პირი, ვფიქრობ, უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა ერთმანეთის მიმართ საჭირო და მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ“, – განაცხადა კალაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მერიის კრიტიკა მოყვა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრის მიწვევით რიგაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის დაჯარიმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა