კახა კალაძე – მადლობას ვუხდი ჩემს ექიმებსა და გულშემატკივრებს

დედაქალაქის მერი, რომელმაც კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა, “ფეისბუქზე” მადლობას უხდის ექიმებს და გულშემატკივრებს:

პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთნებს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა – წერს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიროგორ კვეთენ ქართველები აფხაზეთის ე. წ საზღვარს – უმძიმესი კადრები (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში მიმდინარეობს