20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

კახა კალაძე: კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულება, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის შესახებ კომენტირებისას განუცხადა, რომ კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულება, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

„წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.

შესაძლოა, ვიღაცას ვიღაცა არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. არავის აქვს უფლება ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს. ესეც გასაგებია, საიდან მოდის და როგორ ხდება ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ამ ყველაფრის დარეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და უკრაინის გზას ევროკავშირში
შემდეგი სტატიანათია თურნავა: იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1,5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული