კახა კალაძე : კორუფციის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ, ვიქნებით უმკაცრესები

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა თავის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლები გააფრთხილონ, რადგან კორუფციის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში თბილისის მერია უკან არ დაიხევს.

კახა კალაძის თქმით, კორუფციის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში თბილისის მერია უმკაცრეს ზომებს მიიღებს.

„მინდა, ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს მივმართო – მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაზე წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული რაიმე კორუფციის ნიშნები. ვიქნებით უმკაცრესები. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშნელოვანი პროექტები, რომელიც უნდა წარვუდგინოთ მოსახლეობას. თუ ვინმეს რამე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და გადაცდომის სახით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“მძულს რუსული სისხლინი იმპერიალიზმი და მათი იმპერილისტური საეკლესიო იდეოლოგია” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უპასუხისმგებლო კომპანიებმა ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა