კახა კალაძე კომპანი GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

„მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს კეთილმოწყობისა დაინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა განხორციელების პროცესში მერიისა დაGWP-ის მუშაობა თანხვედრაში უნდა მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ ჯერ,მაგალითად, გზის საფარი დაიგოს და ამას, შემდეგ, წყალგაყვანილობის სამუშაოებისგამო, გადათხრა მოჰყვეს“- აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ წყალმომარაგებისკომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, კომპანია მზად არის მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციებიგანახორციელოს და წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია განაგრძოს. „მოვისმინეთ კომპანიის საინვესტიციო გეგმები და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით,რადგან ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შემიძლია კონკრეტულირაიონები დაგისაახელოთ, სადაც მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, ისეთი, როგორიცარის სამგორის რაიონი, ისანი და შესაბამისად, ამ კომპანიას დაგეგმილი აქვს,მომავალი სამი წლის განმავლობაში 200 000 მილიონი დახარჯოს ამ პრობლემებისშესამსუბუქებლად. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნა იყო, დაზიანების შესახებ ზარზე სწრაფირეაგირება მოხდეს, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ“ – განაცხადა თბილისის მერობისკანდიდატმა. GWP -ის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განმარტებით, კომპანიაინვესტიციებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ განვითარებაშიჩადებს. „მოგეხსენებათ, როდესაც ხდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩვენ პარალელურადვმუშაობთ ქსელების რეაბილიტაციაზე. ამის ნათელი მაგალითია პეკინის გამზირისპროექტი, სადაც კომპანიამ სრულად უზრუნველყო ამ ქუჩის წყალმომარაგების სისტემისრეაბილიტაცია. კომპანია სისტემის სრულ რეაბილიტაციაზე ახალი გამოცდილებითმუშაობს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კომპანიასთან დაკავშირებით პრეტენზიებიაღარ იქნება“ – განაცხადა გიორგი ცხადაძემ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატსადა კომპანია GWP-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა თბილისისწყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართა

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატია​საქართველოს ელჩი ლიტვაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და ახალი სასწავლო წელი მიულოცა