8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
banner

კახა კალაძე – ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა. ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი-დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევებია
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს