კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის გამოჯანმრთელებაში
მნიშვნელოვანი
- კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის გამოჯანმრთელებაში
სხვა სტატიები
- ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი ფართო ფორმატში უნდა იყოს განხილული
- რუსეთისთვის სტიქიის ლიკვიდაციაში დახმარების მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა, თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა
- მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე 40 წლის ვახტანგ ბურძენიძე დააკავეს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა და მოქალაქეებს დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა.
როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, თეკლა ფერაძეს დახმარება თავადაც გაუწიოს.
„ბევრი შეტყობინება მოდის ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დახმარებასთან დაკავშირებით. თუ მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში. თუ საჭირო იქნება მეც ჩავერთვები და დახმარებას გავუწევ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თეკლა ფერაძეზე საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა თბილისის მერმა თავის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა.
„მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ოჯახს მუნიციპალიტეტისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს. ჩვენ დღეს ვეცდებით, მოვიძიოთ თეკლას ახლობლების შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ინტენსიურად გვწერენ. ხვალ დილიდან ამაზე მუშაობას დავიწყებთ. მთავარია, რომ თეკლა იყოს თბილისში რეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება თბილისში რეგისტრირებული, შესაბამის კონსულტაციას გავუწევთ, თუ რომელ უწყებას შეიძლება მიმართონ დასახმარებლად“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.