კახა კალაძე – ყველა ქვეყანა, მათ შორის აშშ, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს, ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა, პარალელურად, უცხოელ პარტიონებთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ამის შესახებ კალაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იმისთვის აირჩიეს, რომ გაატაროს თავისი ქვეყნის ინტერესები – ისეთი პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თავისი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ან ევროკავშირის რომელიმე გაზულუქებული ბიუროკრატი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს არასამართლიან განცხადებებს, ვერ იზრუნებს საქართველოზე. მათ საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ინტერესები აქვთ. ჩვენც იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში, რომ ვალდებული ვართ, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, გავატაროთ ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, რომლის უამრავი მაგალითი არსებობს.

„პარალელურად, მზად ვართ, გავაღრმაოთ ურთიერთობები ევროკასთან, აშშ-თან. არავის მოსწონს ეს დესტრუქციული ურთიერთობა აშშ-სთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი, მოახერხებენ, პირველ რიგში, დაამარცხონ „დიფ სთეითი“ და არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. უამრავი მაგალითი არსებობს, რომ ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები და კარგი მეგობრები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ახლა უკრაინა განსაცდელშია, ანდრეი შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი, კატეგორიულად მიუღებელია, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო