კახა კალაძე : ყრილობაზე გავიგებთ, ვიქნები თუ არა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდება ცნობილი, როგორი იქნება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.

„როგორი შემადგენლობით იქნება პოლიტსაბჭო, ამას გაიგებთ. ყრილობა 11 მაისს არის ჩანიშნული. პარტია მზად არის, კონფერენციები დასასრულს უახლოვდება. ყრილობაზე მათ შორის იმას გავიგებთ, ვიქნები თუ არა გენერალური მდივანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა 11 მაისს გაიმართება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, აირჩევენ პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს.

banner
წინა სტატიაში„სამწუხაროდ, როგორც ინსტიტუცია “ქართული ოცნება” ვერ ჩამოყალიბდა“ – პრემიერი
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს” – აბაშიშვილი