კახა კალაძე – ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები

ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია.

„ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ასეთი საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუ რამდენი რეფორმები ხორციელდება. ყველა ასეთი პლატფორმა გამოსაყენებელია, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ მათ, რომ საქართველო მზად არის, გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია და რა თქმა უნდა, ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგუჩია: შავღელესა და ფოთში ქარისგან დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება
შემდეგი სტატია24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა