კახა კალაძე: ხელისუფლება ეცდება, სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები უმოკლეს დროში მოაგვაროს

მაქსიმალურად ვეცდებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიით მიყენებული ზარალი ავანაზღაუროთ,- ამის შესახებ ვანის რაიონის სოფელ სულორში ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ეცდება, უმოკლეს დროში მოაგვაროს ყველა პრობლემა, რომელიც სტიქიის გამო შეიქმნა.

“ზარალი საკმაოდ დიდია. ზარალი იქნება დათვლილი და მაქსიმალურად ვეცდებით, ავანაზღაუროთ. გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მთლიანად დატბორილია სავარგულები, რაც დიდი ზიანია მოსახლეობისთვის. ვეცდებით, რომ უმოკლეს დროში მოვაგვაროთ ყველა პრობლემა“,-აღნიშნა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელების მოკვლის მოწოდების გამო ამერიკელი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიანატოს სამიტზე უკრაინის ალიანსში მიღების სურვილზე ისაუბრეს