კახა კალაძე-ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და არჩევნებზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს
სხვა სტატიები
- თინა ხიდაშელი-51-ე სკოლის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენა, დამნაშავის პოვნა და დასჯა ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე უფრო უპირატესი და მნიშვნელოვანია
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს აზიასთან აკავშირებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მაგალითი იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, ოპოზიციაში ყოფნისას კი ყველას აჩვენებენ, როგორი არ შეიძლება იყოს ოპოზიცია.
„მოდით, დავიწყოთ კიდევ უფრო ადრინდელი დროიდან, როცა ჯერ კიდევ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს აჩვენებდნენ, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როდესაც დღეს ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან, ყველას აჩვენებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპიზიცია.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხი, საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
ყველაფერი არის შედარებითი, ხომ? ჩვენ უნდა შევადაროთ, რაც 2012 წლამდე იყო, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ისეთი განვითარებული ქვეყანა, როგორც ევროპული, დიდი ქვეყნები არიან განვითარებული. ამისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია სამუშაო, ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ რაც იყო წარსულში, როგორც ცა და დედამიწა ისეთი განახვავებაა. წინ გადადგმული ნაბიჯები არის და საზოგადოება ამას ხედავს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებს შესაბამის გადაწყვიტილებას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.