კახა კალაძე: მე კარგად ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისა და ხალხის წინაშე

ბიძინა ივანიშვილის ჩართვას საარჩევნო პროცესში ჩვენ ყველა მივესალმებით, -ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განუცხადა.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის, ხალხის წინაშე. როგორც მან 30 მაისის წერიშლი აღნიშნა, ყველა რესურსს გამოიყენებს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარებისთვის. ამის დამადასტურებელი ფაქტებია ის მნიშვნელოვანი, მასშატბური, საერთაშორიო პროექტები, რომლებიც ხორციელდება მისი დახმარებით. ეს დამატებითი სტიმულია ინვესტორებისთვის“,- აღნიშნა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის რვა სასტუმროს მშენებლობა.

„ამ შემთვევაში ინვესტორს უჩნდება უფრო მეტი ინტერესი , რომ საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს,. საქართველოში ჩადებული თითიეული ცენტი არის მაქსიმალურად დაცული და ამის გარანტი არის მთავრობა. საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, როდესაც ბიზნესს ატეროტებდა ხელისულება”,-აღნიშნა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმე – სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიაყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა