23.5 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

კახა კალაძე: ჯო უილსონი არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკელ კონგრესმენ, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯო უილსონი არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა“.

„საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთი რიგითი წევრი, ვამაყობ იმ პოლიტიკით, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო და რეალურად ქართველ ხალხს დაუბრუნა ძალაუფლება. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა. რაც შეეხება ჯო უილსონს, მგონი ამაზე არ უნდა შეჩერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით. რომ აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძე.

რაც შეეხება საქართველოს კრიტიკას იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები და აშშ ნორმალურ ურთიერთობას ამყარებენ ჩინეთთან, კახა კალაძეს პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ისე მოქმედებს.

„თუნდაც პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს თუ შევხედავთ, პირიქით, საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან დაათბონ ურთიერთობა, კიდევ უფრო მეგობრული გახადონ, ჩინეთის პრეზიდენტს პირდაპირ მეგობარს უწოდებს. ასევე, თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, თანამდებობის პირებს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. ჩვენც გამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სადაც 7 პირს საპროცესო შეთანხმება უნდა გაუფორმდეს, კიდევ ერთი ბრალდებული დაემატა
შემდეგი სტატიაპარლამენტი დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს