კახა კალაძე ივანიშვილის მიმართ შანტაჟზე საუბრობს – რას ამბობს სასამართლოს განაჩენამდე?!

ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის გამართულ სამართლებრივ დავაზე “ოცნებაში” პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ. კახა კალაძე ამტიცებს, რომ წლების განმავლობაში ივანიშვილს მუდმივად აშანტაჟებდნენ, საქმე მუდმივ პოლიტიკურ ზეწოლასა და ფინანსური ბლოკირების პირობებში მიმდინარეობდა, ხოლო სანქციების დაწესებამდეც სასამართლო გადაწყვეტილებები არ სრულდებოდა.

კალაძის შეფასებით, ეს მდგომარეობა დღესაც გრძელდება, თუმცა გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ.

იმ უსამართლობით თუ ვიმსჯელებთ, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, არ ვიცი… სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა შანტაჟი მიზანმიმართულად, იმის მიუხედავად, რომ ყველა ინსტანციაში სხვადასხვა სასამართლოები იქნა წაგებული, უბრალოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თანხას არ აბრუნებდნენ და არ ვიცი, დაველოდოთ…

სანამ სანქციებს დააწესებდნენ, ეს სანქციებიც ვიცით, ხომ როგორ არის დაწესებული, აბსოლუტურად უსამართლოდ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, არანაირი ახსნა-განმარტება, შესაბამისად, სანამ სანქციებსაც დააწესებდა ბაიდენის ადმინისტრაცია, მანამდეც სასამართლო პროცესები მოგებული იყო სხვა თანხებთან მიმართებით და თანხები არ იყო დაბრუნებული. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანტაჟი ქვეყნის ინტერესებით. მიმდინარეობდა დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ეს დღესაც გრძელდება. მე არ მგონია, რაიმე შეიაცვალოს, თუმცა დაველოდოთ.

ქვეყანას ავარიდეთ ის უბედურება, რა უბედურებაც დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენი პრინციპული პოზიციით და რა თქმა უნდა, ამაში ყველაზე მთავარი როლი და მნიშვნელობა აქვს ბიძინა ივანიშვილს, – ამბობს კახა კალაძე.

ორი საათში გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საქმეზე. სასამართლო გადაწყვეტს, დაეკისრება თუ არა ბანკს ივანიშვილისთვის 667 მილიონი დოლარის გადახდა, ხოლო შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს.

banner
წინა სტატიაშირა სარჩელი შეიტანა სასამართლოში მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ?! – პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში დაიბრუნებს ბიძინა ივანიშვილი მილიონებს?!