კახა კალაძე – იტალიაში ვიზით არ წავსულვარ, საიდან მოიტანეთ, რომ ვერ შევდივარ – ხვალაც ევროპაში მივდივარ

[მილანში] ჩვეულებრივი პასპორტით წავედი. ვიზით არ წავსულვარ- საიდან მოიტანეთ, რომ ვერ შევდივარ, მაგალითად, ხვალაც ევროპაში მივდივარ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვას: იტალიაში დიპლომატიური პასპორტით იმყოფებოდა, ვიზით, თუ ჩვეულებრივი პასპორტით.

კითხვაზე, აწუხებს თუ არა სანქციების ქვეშ ყოფნა, კალაძე აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის არის სამშობლო.

„ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა, ქვეყნის ინტერესების გატარება. ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უნდა გაითავისოს, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა“,- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაპარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დროებით საგამოძიებო კომისიას წერილით მიმართა