კახა კალაძე: იმედია, პოლიტიკური პარტიები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალსა და ევროპაში ინტეგრაციას დააყენებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზების დასრულებისთვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსაც გააჩნიათ პასუხისმგებლობა და მათ პარტიული ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალი უნდა დააყენონ.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ დათქმებსა და მოთხოვნებში ძალიან საყურადღებოა პირველი პუნქტი, სადაც წერია პოლარიზების დასრულების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გააკეთებს და აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც დგას. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მინდა მქონდეს იმედი, რომ პოლიტიკური პარტიებიც თავის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ ქვეყნის მომავალს, ევროპაში ინტეგრაციასა და ევროპისკენ სვლას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში და ამ რეალობაში, რასაც გავაცნობთ საზოგადოებას, „ქართულ ოცნებასაც“ ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისებით უკრაინაში საომრად მოხალისეების წაყვანას ითხოვდნენ, მე არ გავეცი ამაზე ნებართვა და განმარტებაც გავაკეთე, მსგავსი რამ მსოფლიოში არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია, პირიქით, პრეზიდენტი ბაიდენი და ევროპელი ლიდერები საკუთარ მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდნენ, რომ არ ჩაერთონ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში