კახა კალაძე: გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად

თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს.

“ყოველი საზოგადოების სახეა ქალების მდგომარეობა და ქალებისადმი დამოკიდებულება.

ჩვენ დღეს ვჩუქნით საჩუქრებს, ყვავილებს, ვუძღვნით ლამაზ სიტყვებს და ვუსურვებთ საუკეთესოს.

დღეს, 8 მარტს არის ის ყოველწლიური შეხსენება, რომ ქალების უფლებები, ქალების პრობლემები და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა არის ჩვენი – მამაკაცების ხელში, ჩვენ ვართ ვალდებულები მივცეთ მათ ასპარეზი, დავუდგეთ მხარში და ვაგრძნობინოთ თავისუფლება. მხოლოდ თავდაჯერებული, სიყვარულში მყოფი ქალი არის შემოქმედი ბედნიერი მომავლის. მხოლოდ თავისუფალი ქალი არის ჯანსაღი საზოგადოების დედა! გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!”-წერს კახა კალაძე “ფეისბუქში”.

ცნობისათვის, 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.

banner
წინა სტატიაშითინათინ ბოკუჩავა: ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტული უწყებებიდან
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” ქორწინების საკითხზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების პროცესს ემიჯნება