კახა კალაძე : გუშინ ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლა 1 489-მა მგზავრმა სცადა, ხოლო პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, გუშინ 1 489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც მოყვა შესაბამისი რეაგირება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების კუთხით არის მკაცრი კონტროლი, რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვირუსისგან იცავს ადამიანებს, არის პირბადის ტარება.

„ვიცავთ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს. კონტროლი გრძელდება, როგორც ავტობუსებში, მიკროავტობუსებში, ასევ მეტროში. გუშინ მაგალითად, 1 489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ამოსვლას, რასაც მოყვა შესაბამისი რეაგირება. 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადესთან დაკავშირებით, რომ არასწორად ეკეთათ და ხშირია შემთხვევები, რომ მხოლოდ პირზე აქვთ პირბადე და ბოლომდე არ აქვთ გაკეთებული. ორ შემთხვევაში მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ასევე მინდა გითხრათ, მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, 63 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე, თუმცა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დაემორჩილნენ ეს ადამიანები, გაიკეთეს პირბადეები. გამოვლინდა ფეხზე დგომით მგზავრობის სამი შემთხვევა, მგზავრებს მიეცა რეკომენდაცია, რომ შემდგომში არ განმეორდეს იგივე, ხოლო კონკრეტული მიკროავტობუსის მძღოლებს ორი დღით აეკრძალათ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე : პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს