კახა კალაძე გიორგი გახარიას – არავის დაუბრალებია, რომ გახარია ნარკომანია, მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე პოლიტიკოსი

საქართველოს პირველ არხზე მიმდინარე დებატებში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მოქმედ მერს კახა კალაძეს კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა საკუთარი გუნდის წევრების ბრალდებებს, რომელიც მის მიმართ გაჟღერდა.

კერძოდ გიორგი გახარიამ კალაძეს ჰკითხა, იზიარებს თუ არა „ნარკომანობის, მოღალატეობისა და „სააკაშვილთან კავშირის შესახებ ბრალდებებს“.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, რომ არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე.

ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როცა კითხვა გახარიას ეხება. მე პირველ რიგში ვარ კაცი და შემდეგ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ ვაპირებ ამ დისკუსიაში შემოსვლას, ყველაფერი თბილისელებმა გადაწყვიტონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გრიგოლი ხოჯავა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის