კახა კალაძე – გიგა ბოკერია დღითიდღე თბილისელ კობა ხაბაზად ყალიბდება
სხვა სტატიები
- (video)”მე თუ გავხდები პრეზიდენტი, თბილისთან დამაკავშირებელი გზა არ დაიკეტება”
- “კრემლი ნებისმიერ მომენტში, როცა საჭირო იქნება, საქართველოს ფსონად გაითამაშებს” – ხოდორკოვსკი
- ,,ეს არ არის მთავრობა, სადაც ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ვესაუბრებით, ეს არის გუნდი, სადაც ყველას შეუძლია, გამოვთქვათ განსხვავებული პოზიცია”
გიგა ბოკერია დღითიდღე ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა გაანადგუროს ადამიანმა საკუთარი პარტია.
“გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის საინტერესო. გიგა ბოკერია არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გააუბედუროს საკუთარი პარტია და ეს შეიძლება პოლიტტექნოლოგიების სასწავლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. დღითიდღე ბოკერია ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად”, – განაცხადა კალაძემ.