კახა კალაძე – ღამის კლუბების მიმართულებითაც ვაპირებთ დახმარების პაკეტის შეთავაზებას
მნიშვნელოვანი
- კახა კალაძე - გვაქვს სრული სურათი, როგორ დააზარალა პანდემიამ ღამის კლუბები, ამ მიმართულებითაც ვაპირებთ დახმარების პაკეტის შეთავაზებას
სხვა სტატიები
ჩავატარეთ კვლევა და გვაქვს სრული სურათი, თუ რა პრობლემები შეექმნათ პანდემიის გამო ღამი კლუბებს, ვაპირებთ დახმარების გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებებისთვის, – ამის შესახებ თბილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებს მიერ განსაზღვრულია შეღავათები, რომლის ფარგლებშიც დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა.
„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომელიც დამტკიცებული და მიღებული იქნა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ და რა თქმა უნდა, ამ პაკეტებში იქნება ასევე გათვალისწინებული ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა.
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გავაკეთეთ ონლაინ გამოკითხვა და გვაქვს სრული სურათი პრობლემებთან დაკავშირებით. ვიცით, თუ რა პრობლემები აქვს კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ზოგადად ამ მიმართულებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.