კახა კალაძე: ”გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ შეფასებებს გულგრილად ვუყურებ, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ

სიტყვა “ექსპერტი” ზოგიერთის განცხადებების შემდეგ გაუფასურდა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მინისტრი ექსპერტების მიერ “გაზპრომთან” დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
“ექსპერტების შეფასებები, საერთოდ სიტყვა “ექსპერტი” ზოგიერთის განცხადებების შემდეგ გაუფასურდა. სისულელეებზე საუბარს ჯობია, მოვიდნენ და ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციას მივაწვდი. ისინი “ნაცმოძრაობის” გზას ადგანან და უნდათ, ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი შესძინონ”, – აცხადებს კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ”გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე კითხვები ”რესპუბლიკელებსაც” აქვს, მინისტრის თქმით, ”გულგრილად უყურებს ამ ყველაფერს, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს”.

”ნოემბერში, მათ გამოგზავნილ კითხვებს პასუხი სრულად გავეცით, თუმცა მას შემდეგ ახალი საკითხებიც წამოიჭრა… საერთოდ, გულგრილად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, ბუნებრივი აირის გარეშე თუნდაც ერთი მოქალაქე რომ დარჩენილიყო, ამას რა მოჰყვებოდა…
დღეს ”გაზპრომის” წილი გაზით მომარაგებაში მხოლოდ 10 %-ია, თუ დამატებით მოცულობაზე შევთანხმდებით, ეს წილი მხოლოდ 12-13 %-მდე გაიზრდება. რა რისკი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, თუ სხვა სახელმწიფოზე 13 %-ით არის დამოკიდებული? დღეს გაზის მოცულობის მხოლოდ 3 %-ით გაზრდაა აუცილებელი, რადგან ”სოკარი” საჭირო მოცულობას ვერ გვაწვდის”, – აღნიშნავს ენერგეტიკის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა 1 013 390 ლარის მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიათბილისის მერიასა და გამგეობებში ერთ თვეში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა