კახა კალაძე: გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. მისივე ინფორმაციით ტარიფებს სემეკი ითვლის და განიხილავს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა. აღნიშნულ პროცესს გარკვეული დრო დაჭირდება, ვინაიდან ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა.

,,იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს“-აღნიშნა კალაძემ.

მინისტრის განცხადებით, ტარიფის ცვლილების მიზეზი არის ის, რომ ბუნებრივი აირი ქვეყანაში მთლიანად იმპორტირებულია მეზობელი ქვეყნებიდან და მისი ყიდვა უცხოური ვალუტით ხდება ხოლო შემდგომში მოსახლეობა მას ეროვნული ვალუტით ყიდულობს.

გაზის სექტორში არსებულმა კომპანიებმა მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართეს სატარიფო სისტემის გადახედვის მოთხოვნით, სემეკმა აღნიშნულზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაშოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დრო გამოცხადდა