თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გახარიას პარტიამ იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მათთვის შეიძლება, წინასაარჩევნოდ დამაზიანებელი იყოს და ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს ამ რეალობას.
კალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის იმ განცხადებას, სადაც ბარამიძე ამბობს: „გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ“.
კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობა დიდი ხანია, მიმდინარეობს.
„რეგიონებში ჩვეულებრივად გრძელდება. ისინი ერთი სისტემის ნაწილი არიან სხვადასხვა სახით, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს. გახარიას პარტიამ იცის, რომ ეს შეიძლება, მათთვის წინასაარჩევნოდ დამაზიანებელი იყოს და ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს იმ რეალობას, რა რეალობაც არის კონკრეტულ რაიონებში, რეგიონებში მათი თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.