კახა კალაძე – გაცოცხლდნენ არასამთავრობოები, გამოვიდნენ სარდაფებიდან?

გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? – ასეთი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არასამთავრობოების მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ვალების განულებასთან დაკავშირებული მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეიცავს.

„გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი. სანამ არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში.

ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები რაიმე კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ალბათ“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიარ გვაქვს დემოკრატიის ის სტანდარტი, რომ ყველა გადაწყვეტილება ოქროს სასწორზე ავწონოთ – კაკულია ვალების ჩამოწერის ინიციატივაზე
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი : ნაჯღაბნი, რომელიც მერიამ წარმოადგინა, თანამდებობის პირებისა და ჩინოვნიკების ბიუჯეტია