30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ამის შესახებ მერმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის იმ განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

„ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – სამართლიანობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, დღეს კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათი განცხადებები, ეს არ არის ის ევროპა, საითაც ჩვენ მივისწრაფვოდით. სამართლიანობა სრულად მოშლილია – მხოლოდ და მხოლოდ ზემოდან ყურება, თითის ქნევა. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: ირანთან მიღწეული შეთანხმება ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან