კახა კალაძე: ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს შანსი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ”ქართული ოცნებაა”

„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კალაძემ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგების მიხედვით „ქართულ ოცნების“ რეიტინგი 33,2%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ – 30,7%.
„ყველა კვლევა, რომელიც ტარდება, ეს არის შიდა კვლევები თუ სხვა, ასევე რომ ავიღოთ ბოლოს ჩატარებული არჩევნები მარტვილში, გარდაბანში, ცხადყოფს, რომ ერთადერთი ძალა ქვეყანაში, რომელსაც აქვს რეალური შანსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ეს არის პარტია „ქართული ოცნება“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„გაზპრომთა“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს
შემდეგი სტატიააპრილის თვიდან პედაგოგთა ხელფასები იზრდება