კახა კალაძე – ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ

ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები.

კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაქსაქსულები.

„ბევრჯერ მითქვამს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, გაერთიანებულები იქნებიან თუ ცალ-ცალკე დაშლილები. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ. ეს არის რეალურად აღნიშნული რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელსაც ჰყავს თავისი პატრონი. არ იფიქროთ, რომ ისინი ქვეყნისთვის რაიმე ინტერესს ემსახურებოდნენ ან ზრუნავდნენ სამშობლოს ხვალინდელ დღეზე. მათ აქვთ თავიანთი დავალება, ხოლო იმ ძალებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რომ, როდესაც საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება—რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? ქოცური ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია – პაატა მანჯგალაძე