კახა კალაძე: ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საუკეთესო ოცეულში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ახორციელებს

„რომ არა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ვერ გვექნებოდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით საქართველო საუკეთესო ოცეულში რომ მოხვდა, ეს მმართველი პარტიის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ახორციელებს. პირველი და მნიშვნელოვანი იყო მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობა რომ არა, ვერც ეკონომიკური განვითარება გვექნებოდა და ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა. მშვიდობის შენარჩუნება ბევრი შეურაცხყოფის, მუქარისა და შანტაჟის ფონზე მოგვიწია, რომელიც სამწუხაროდ, ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან დღესაც გრძელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავატარებთ ქვეყნის ინტერესს, მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

მშვიდობას დღეს ალტერნატივა არ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტიც პირდაპირ საუბრობს, რომ მშვიდობა უმნიშვნელოვანესია. ის შედეგები, რასაც ჩვენ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ვიღებთ, ზუსტად აქედან გამომდინარეა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციებზე: ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპელი გაქსუებული ბიუროკრატის მხრიდან, დაფუძნებულია ტყუილზე და მას კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან
შემდეგი სტატიაჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო