კახა კალაძე – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

region
ავტ.: region დეკემბერი 2, 2020 19:31

კახა კალაძე – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციან მოლაპარაკებები „დადებითად და წარმატებით დასრულდება“.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს, სადაც ისინი აღნიშნავენ რომ ხელისუფლება სასამართლო პროცესების გადადებით ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას ცდილობს.

კახი კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესების გადადება პარლამენტში შესვლის საკითხთან კავშირში არ არის.

„ ვერ ვხვდები რა კავშირშია პარლამენტში შესვლასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადებები, ყველამ ვნახეთ, რა იყო პროცესების გადადების მიზეზი. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებით დაფიქსირდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ბრალდებული პოლიტიკური ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იყო დანიშნული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პოლიტიკოსები და მათი ადვოკატები ავრცელებენ.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ახალი რეგულაციების გამო, სხდომები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

region
ავტ.: region დეკემბერი 2, 2020 19:31

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics