კახა კალაძე – ძალიან დამაზიანებელია, როცა ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ

სიბინძურის პროპაგანდა როდესაც ხდება, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ „ჰეფი მილის“ პროგრამის ფარგლებში გამოცემულ ბროშურებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დამაზიანებელია, როცა ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა.

„პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე და, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არ უნდა მივცეთ პროპაგანდის შესაძლებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ აქვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ზურაბ ჯაფარიძის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია