კახა კალაძე: ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია მისი წახალისება, რასაც ცდილობს ოპოზიცია

განსხვავებული მოსაზრებაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მხრიდან შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია მისი წახალისება, რისი მცდელობაც აქვს ოპოზიციას.
„რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და ძალადობის რომელ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება?! ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. როდესაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, აქვთ მცდელობა, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კი გამოდიან და სურთ გმირად შერაცხონ ასეთი ადამიანი, ეს დამაზიანებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩი მალე შეიცვლება, კონცენტრირებული უნდა ვიყოთ არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც თანამდებობას ტოვებს, არამედ იმაზე, რომ აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ვაკის პარკის საქმეზე თუ საჭირო გახდება, ვინმეს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს, ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზად არის, თუმცა უნიჭო შოუებში მონაწილეობას არ აპირებს თბილისის მერია