კახა კალაძე: დიდი შემართებით და მოტივაციით დავიწყეთ საარჩევნო მზადება

კალაძემ სპორტის სასახლის მიდმებარედ სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მეორე ტურის მნიშვნელობას.

„მეორე ტურისთვის აქტიური კამპანია უკვე დავიწყეთ, დიდი შემართებით და მოტივაციით ვართ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც. დარმწუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით,“-აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე გულისტკივილი გამოხატა ე.წ კრიტიკული მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ აგორებულ არაერთ ცილისწამებაზე.

„მედიასთან კომუნიკაცია არასდროს გამიწყვეტია, იმის მიუხედავად რომ შეურაცხყოფებით იყავით დაკავებული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. თუ გული შეგტკივათ ამ ყველაფერზე, რატომ არ გამოხვედით და რატომ არ გააპროტესტეთ?’-განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე -ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტიას „საქართველოსთვის“, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ გურჯაანში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა