კახა კალაძე – დიდი იმედი მაქვს, აშშ-ის პრეზიდენტი ბოლომდე მიიყვანს დაპირებას, რაც გასცა USAID-ის დამარცხებასთან დაკავშირებით

ამდენი ხნის განმავლობაში რაზეც ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დახურა ის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID-ი ერქვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა

კალაძის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ქვეყანაში თანხებს ხარჯავდა პოლარიზაციაში, დაპირისპირებაში, საზოგადოების გახლეჩაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

„საქართველოს ხელისუფლებას თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს, ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით საზოგადოებას. ამდენი ხნის განმავლობაში რაზეც ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დახურა კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID-ი ერქვა. ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავდა პოლარიზაციაში, დაპირისპირებაში, საზოგადოების გახლეჩაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაში და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ კანონიერად, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობაში. გავიხსენოთ წლები და ვნახავთ, როგორ ახორციელებდნენ ამ ყველაფერს. საზოგადოებისთვის კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი და ცხადი. კერძოდ, რასთან გვქონდა საქმე, როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებით, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბოლომდე მიიყვანს იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-ის დამარცხებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებში შედის.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელს ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის – 30 დღის შემდგომ, ყოველი დღე, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების ძალიან დიდი რისკია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან