კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე: გრძელდება საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი

 

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის, დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს.
„ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად – ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ, ამიტომ არიან გაღიზიანებულნი, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრინჯაოს პრიზიორმა 13 წლის უკრაინელმა კარატისტმა რუს კოლეგასთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა და დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატიაჯერ ომი უნდა დავასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება არჩევნები – ერმაკი