კახა კალაძე – დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

მისივე თქმით, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოლაპარაკებას, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. თუ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, პანდემიის სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დიალოგს, საუბარს არ აქვს ალეტრნატივა, ასევე კომპრომისებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – თუ ჩინურ ვაქცინას აღიარება ექნება, არ არის გამორიცხული ასორტიმენტისთვის შემოტანა
შემდეგი სტატიაკალაძე – ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და არც ამჯერად ვაპირებ