კახა კალაძე დღეს თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშით წარსდგება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. კახა კალაძე აცხადებს, რომ ის მზად არის ოპონენტების ყველა შეკითხვას უპასუხოს და მათ ამომწურავი პასუხები გასცეს:

„25 დეკემბერს ვაპირებ წლიური ანგარიშის წარდგენას საკრებულოში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა უწყებას, დეპუტატებს, საკრებულოს წევრებსა და აბსოლუტურად ყველას. შესაბამისად, მზად ვარ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტები განვახორციელეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, რა პრობლემებს ვხედავთ, რა გამოწვევებია და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ რამდენიმე დღის წინ “პალიტრანიუსის” თოქ-შოუ “360 გრადუსში”.

დედაქალაქის მერი დღესვე საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტსაც წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიწინასაახალწლოდ ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას სასამართლო წესით დაკითხავენ