კახა კალაძე : დღეს „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია, გელოდებით, 28 დეკემბერს ერთად დავხვდეთ

გელოდებით ყველას 28 დეკემბერს, რომ ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, 28 დეკემბერს გაიხსნება საახალწლო სოფელი.

„28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, ძალიან ლამაზი. მინდა, ყველა დავპატიჟო. მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით, ყველა თაობის ადამიანს ვიწვევ 28-ში 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე. გარდა ამისა, თოვლის ბაბუა მოდის, გზაშია.

დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია, ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს, შვილებს და მომავალ თაობებს. ასე რომ, გელოდებით ყველას, რომ ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, 28 დეკემბერს თბილისში გაიმართება „გუფილენდის“ კონცერტი. შოუს შემდეგ განაგრძობს დიჯეი.

კახა კალაძის თქმით, თბილისში 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი შოუები.

როგორც სხდომაზე კახა კალაძის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა, ქართველი თოვლის ბაბუა სვანეთიდან ჩამოდის და აღნიშნა, რომ იქნება ზღაპრული სანახაობა.

banner
წინა სტატიაშივაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება
შემდეგი სტატიაფოთში „ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ დღეს დილით ორი არასრულწლოვანი დააკავა