კახა კალაძე დღეს მინსკში „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ხვდება

ომპანია გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობას ხვდება დღეს მინსკში კახა კალაძე.
სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტს ეხება.

საქართველო შესაძლოა, გაზპრომთან დათმობებზე წავიდეს. მოსკოვი ითხოვს, სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველომ აირის 10 პროცენტის ნაცვლად თანხა მიიღოს.

ოფიციალურ თბილისს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ტრანზიტიდან მიღებული გაზი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ღირებულება.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონში მომხდარ ავარიას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“არ შეიძლება არსებობდეს მოსმენების სამსახური იმ უწყებაში, რომელიც ახორციელებს გამოძიებას” – ეკა გიგაური