კახა კალაძე: დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება თავიდანვე დაიწყო

დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება მაშინვე დაიწყო, ჩატარდა მოკვლევა, ხოლო პროკურატურამ გასცა დაკავებაზე ბრძანება.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც საუბარია, რომ სტურუას საქმეზე ბრალდებული სამართალდამცავი გამოძიებას მიემალა.

“ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი. დაკავება მაშინვე ვერ მოხდებოდა, როცა ოჯახმა განცხადება გააკეთა. გამოძიება თავიდანვე დაიწყო. მოკვლევა ჩატარდა და შესაბამისად, პროკურატურამ გასცა დაკავებაზე ბრძანება”, – აღნიშნა კალაძემ.

მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, 29 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

გოდერძი თევზაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით წარედგინა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: საპარლამენტო არჩევნებს რეკორდული რაოდენობის მონიტორი დააკვირდება
შემდეგი სტატია“რუკები არ მინახავს, თუ ეს ასეა, ძალიან ცუდი ფაქტია” – კალაძე Yandex Taxi-ზე დასმულ კითხვას პასუხობს