კახა კალაძე: დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დაზახვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება

დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დაზახვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა და გზების დახაზვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სამუშაოების წარმოება დღეს არსებული ტემპერატურის პირობებში შეუძლებელია.

საგზაო მონიშვნების დახაზვასთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება ასევე, მერის მოადგილე მაია ბითაძემ გააკეთა. მისი თქმით, გზების დახაზვის სამუშაოებს შესაბამისი სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

„საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, მას შემდეგ დაიწყება, რაც ახლადდაგებულ ასფალტზე, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სამუშაოების დაწყების საშუალება გვექნება. აქვე მოსახლეობას მივაწოდებ ერთ სიახლეს – მერის დავალებით შექმნილმა სამსახურმა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, სპეციალური ტექნიკით და დაკომპლექტებულია შესაბამისი სპეციალისტებით, შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, არცერთი ქუჩა არ იქნება საგზაო მონიშვნების გარეშე, ხოლო ახალ ქუჩებზე გამოყენებული იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საგზაო მონიშვნების დახაზვის კომპონენტების ცდომილებას მინიმუმამდე დაიყვანს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის მერი მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხმალაძე: მოვიპოვებთ სამართლებრივ მექანიზმს, რომ თბილისის ქუჩებში მიტოვებული ავტომანქანები სპეციალურ სადგომზე გადავიყვანოთ
შემდეგი სტატიამთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია იწყება