კახა კალაძე: დაშანტაჟებები, შევარდნები ტელევიზიებში, აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, არ შეუძლია იმის პროგნოზირება, როგორი იქნება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლოს მომდევნო ინსტანციის გადაწყვეტილება.

მინისტრის თქმით, მისთვის პირადად არ არის საინტერესო ვინ იქნება „რუსთავი 2“-ის წილების მესაკუთრე, მთავარია სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული.

„ვერ გეტყვით როგორი იქნება მომდევნო ინსტანციის გადაწყვეტილება, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუმცა, რაც შეეხება სამართლებრივ დავას, ჩემთვის პირადად, არ არის საინტერესო ვინ იქნება „რუსთავი 2“-ის წილების მესაკუთრე. მთავარია, იყოს სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტებს მოგეცეთ საშუალება თავისუფლად იმუშაოთ, არ იყოთ შეზღუდულები, რაც წლების განმავლობაში ჩვენდა სამწუხაროდ ხდებოდა. მითითებები და დაშანტაჟებები, შევარდნები ტელევიზიებში, აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. დღეს საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“გვაქვს გარკვეული ხედვები თუ როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება”
შემდეგი სტატიასამხრეთ სუდანში რუსული ეკიპაჟის თვითმფრინავი ჩამოვარდა