კახა კალაძე : დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები თავისუფლად იქნება მიღებული, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და მომავლისთვის

დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე კენჭისყრაზეც თავისუფლად იქნება მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და მომავლისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რაც მისასალმებელია.

„საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა, რისთვის ყველას უკლებლივ, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, მადლობა მინდა, გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე კენჭისყრაზეც თავისუფლად იქნება მიღებული ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მომავლისთვის. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და არ მისცემს ხმას ამ მნიშვნელოვან ცვლილებას, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი შეფასება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი : ჩემი პოზიცია მყარია, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ