კახა კალაძე – ცირკის შენობა შეიძლება იყიდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სასტუმრო აშენდება

თბილისის ახლად არჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცირკის შენობაში სასტუმროს აშენება შეუძლებელია. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია პირველად ესმის.

“პირველად მესმის, რომ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ცირკის შენობა შეიძლება იყიდება, ეს კერძო საკუთრებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სასტუმრო აშენდება, ეს შეუძლებელია”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც თბილისის ცირკის შენობის ნაცვლად სასტუმროს განთავსება იგეგმება.

თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ბროკერების ცნობით, შენობის საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიარაც უფრო ხშირად მოვლენ მინისტრები პარლამენტში, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარლამენტისთვისაც