კახა კალაძე: ჩვენი გული დღეს პარიზშია, თითოეული მსხვერპლის გვერდით

ის, რაც დღეს ხდება პარიზში, არის ბოროტების შეტევა ცივილურ სამყაროზე, თითოეული ჩვენგანის სახლზე, ოჯახზე, სამშობლოზე, მომავალზე , – ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ “ჩვენი გული დღეს პარიზშია, თითოეული მსხვერპლის გვერდით”.
“თანაგრძნობა და თანადგომა საფრანგეთს. ის, რაც დღეს ხდება პარიზში, არის ბოროტების შეტევა ცივილურ სამყაროზე, თითოეული ჩვენგანის სახლზე, ოჯახზე, სამშობლოზე, მომავალზე.
თავისუფალი ნების ადამიანების ერთობა, ურთიერთთანადგომა – აი, რა არის დღეს საჭირო ყველაზე მეტად!
ჩვენი გული დღეს პარიზშია, თითოეული მსხვერპლის გვერდით. ჩვენ ფიქრით და თანაგრძნობით მათთან ვართ”, – წერს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი: ამ ტერაქტს პასუხი ყველამ ერთად უნდა გავცეთ
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვეს დემოკრატიაზე