კახა კალაძე : ჩვენ ვგლოვობთ იტალიის მოსახლეობასთან ერთად

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იტალიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო იტალიელ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას უსამძიმრებს.

“დღეს იტალიის რესპუბლიკაში გლოვობენ. საშინელმა მიწისძვრამ იმსხვერპლა რამდენიმე ქალაქი – არის ნგრევა, არის მსხვერპლი. სტიქიამ არ იცის გარჩევა დიდის და პატარის, ქალის და ბავშვის… არ ინდობს რასის და რელიგიის მიხედვით. ჩვენ უძლური ვართ ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე. ჩვენ ვგლოვობთ იტალიის მოსახლეობასთან ერთად. ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ახლობელი, ოჯახის წევრი, ნაცნობი, თუ მეგობარი შეეწირა მიწისძვრას. ვუსამძიმრებთ იტალიას, ჩემს საყვარელ მშობლიურ სახლად ქცეულ ქვეყანას. ვუსამძიმრებ იტალიელ ხალხს, მთავრობას. ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას”,-წერს კახი კალაძე “ფეისბუქის” გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი EPP-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაკანონის არცოდნა ან სასამართლოს დისკრედიტაცია- საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკოსების კრიტიკას პასუხობს